fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი სულ მალე ზაფხულის დროზე გადადის – საათების გადაწევის დრო ახლოვდება

სულ რამდენიმე დღე დარჩა იქამდე, ვიდრე საბერძნეთში საათებს გადავწევთ და ზაფხულის გრაფიკზე გადავალთ. ეს ნიშნავს, რომ 2024 წლის 31 მარტს, ანუ მარტის თვის ბოლო კვირას საათებს გადავწევთ ერთი საათით წინ, რათა ზაფხულის დროზე გადავიდეთ და ეს ყველაფერი შენარჩუნდება შემოდგომამდე.

შემდეგ ისევ ზამთრის დროზე დასაბრუნებლად, რომელზეც ახლაც ვართ, საჭირო იქნება, რომ ოქტომბრის ბოლო კვირას ისევ უკან გადავწიოთ, ერთი საათით.

საათების გადაწევის ინიციატივა პირველად 1970 წელს ელექტრო ენერგიის კრიზისის პერიოდში შემოიტანეს, ხოლო ევროპის ქვეყნებმა 1996 წლიდან დაიწყეს დროის შეცვლა, ოქტომბრისა და მარტის თვეებში.

დროის შეცვლის პირველი უპირატესობა ელექტრო ენერგიის დაზოგვაა, იგულისხმება დღის სინათლის გამოყენება.

ამასთანავე, 1-ლი აპრილიდან იცვლება სიჩუმის საათებიც:

1-ლი აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით “სიჩუმის საათებია” 15:00-დან 17:30-მდე და 23:00-დან 07:00-მდე.

1-ლი ოქტომბრიდან 31 მარტამდე 15:30-დან 17:30-მდე და 22:00-დან 07:30-მდე.

1996 წელს გამოცემული ბრძანების მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ საათებში ნებისმიერი სახის ხმაური, იქნება ეს მუსიკალური ინსტრუმენტით თუ ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოწვეული, ისჯება შესაბამისი მუხლით.

onalem

ტესტ