fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 15,000 ევროიანი ჯარიმა ბერძენ მამაკაცს, რომელმაც კატა 8 მეტრის სიმაღლიდან გადმოაგდო

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ იდრაზე მოხდა. დააკავეს 55 წლის მამაკაცი, რომელმაც კატა 8 მეტრის სიმაღლიდან გადმოაგდო და ამის შესახებ ამაყად საუბრობდა.

მომხდარს შეესწრო ათენელი წყვილი, რომელმაც დაუყოვნებლივ პოლიციას შეატყობინა და თქვა, რომ მამაკაცმა არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი, არამედ ირონიულ კომენტარებს აკეთებდა: “მე გადმოვაგდე კატა, პრობლემა გაქვს?!” – ამბობდა მამაკაცი.

ამას გარდა, ქალები და მამაკაცები, რომლებიც ამ რესტორანში მასთან ერთად ისხდნენ, იცინოდნენ. მოგვიანებით ბრალდებულმა პოლიციას განუცხადა, რომ კატა იმის გამო გადმოაგდო, რომ მისი თეფშიდან ცდილობდა საჭმლის მოპარვას და შეაწუხა.

მამაკაცი პროკურორის წინაშე დღეს წარსდგება, მას დაეკისრება 15.000 ევროს ოდენობის ჯარიმა, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით.

 

onalem

ტესტ