fbpx
საბერძნეთი

უმძიმესი ტრაგედია საბერძნეთში: გარდაცვლილია 59 მიგრანტი, რომელთა გემიც ჩაიძირა- მათ ცურვა არ იცოდნენ

ბერძნული მედია ტრაგედიის შესახებ იუწყება, რომელიც პილოს სამხრეთ-დასავლეთით მოხდა. ჩაიძირა გემი , რომელზეც ათობით არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია, რომ გარდაცვლილია 59 ადამიანი, გადაარჩინეს 104, ხოლო გაუჩინარებულად ითვლება კიდევ რამდენიმე.

მიგრანტები, რომელთა გემიც ჩაიძირა, სირიიდან, პაკისტანიდან, ავღანეთიდან და პალესტინიდან არიან. ისინი ლიბიიდან წამოვიდნენ და ხუთი დღის მანძილზე მოცურავდა კარგი ამინდის პირობებში, სანამ იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ჩაიძირა კიდეც. უმეტესობამ არ იცოდა ცურვა, ხოლო არცერთს არ ჰქონდა სამაშველო ჟილეტი.

მედია იუწყება, რომ გემი ჩვეულებრივად მოცურავდა, თუმცა, გარკვეული ძლიერი რყევების შემდეგ ჩაიძირა, მსგავს შემთხვევებს უმეტესად იწვევს ბორტზე მყოფ ადამიანებს შორის დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა, რა დროსაც იკარგება წონასწორობა, კონკრეტულ მხარეს უფრო მეტი წონა ხვდება და გემი კარგავს ბალანსს, შედეგად, იძირება.

აღსანიშნავია, რომ ისინი არ მოდიოდნენ საბერძნეთში, გემს გეზი იტალიისკენ ჰქონდა აღებული. ისინი Frontex-ის დრონმა შენიშნა და მიგრანტებს დახმარება შესთავაზეს, მაგრამ მათ უარი თქვეს, განაცხადეს, რომ დანიშნულების ადგილისკენ სურდათ გზის გაგრძელება. რამდენიმე საათში კი, გემი ჩაიძირა კიდეც, არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ გემი, რომლითაც ისინი მიდიოდნენ, ცუდ მდგომარეობაში იყო, მეორეს მხრივ, ბორტზე დაშვებულ რაოდენობაზე გაცილებით მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

 

onalem

ტესტ