fbpx
საბერძნეთი

“ზაფხული” საბერძნეთში შაბათ-კვირას – ტემპერატურა უჩვეულოდ იმატებს

ბერძენ მეტეოროლოგთა პროგნოზით, შაბათ-კვირისთვის ქვეყანაში თბილი ჰაერის შემოჭრაა მოსალოდნელი და ტემპერატურა განსაკუთრებით აიწევს ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში.

საკის არნაუტოღლუს ცნობით, ჰაერი სეზონთან შედარებით უჩვეულოდ აიწევს და საზაფხულო ამინდი იქნება სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში. უნდა აღინიშნოს, რომ კრეტაზე კვირას დაფიქსირდება 28-29 გრადუსი.

როგორც მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკისი წერს, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ტემპერატურა 25 გრადუსს გადააჭარბებს.

რაც შეეხება, ჩრდილოეთ საბერძნეთს, ჰაერის ტემპერატურა 12-14 გრადუსს არ გადააჭარბებს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მოსალოდნელია თოვლიც კი მთიან რეგიონებში, ანუ იქმნება ერთგვარი კონტრასტი.

 

onalem

ტესტ