fbpx
საბერძნეთი

“აუცრელებს ნუ ეგონებათ, რომ პანდემია მორჩა, არ არის გამორიცხული ახალი აფეთქება” – მარია თეოდორიდუ

საგანგებო გამოსვლის ფარგლებში, ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, მარია თეოდორიდუმ განაცხადა, რომ აუცრელთა მოსაზრება, რომ პანდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები დასასრულს მიუახლოვდა, აბსოლუტურად მცდარია.

“საზოგადოების იმ ნაწილის აზრი, რომელსაც ვაქცინა არ გაუკეთებია და ჰგონია, რომ პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა, არასწორია. არ არის გამორიცხული ახალი ეპიდემიოლოგიური ტალღა და ახალი აფეთქება,” ამბობს ის.

მანამდე ΕΟΔΥ-მ გამოაცხადა, რომ საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 18.094 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 88-ს უდრის.

“ზომების შემსუბუქება ნამდვილად იძლება ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ არ უნდა გაიგზავნოს არასწორი მესიჯი, რომ თითქოს პანდემია სრულდება. ჩვენ მხოლოდ სხვა ეტაპზე გადავდივართ, ვირუსთან ბრძოლის სხვა საშუალებებით,” დასძინა თეოდორიდუმ.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში აკრძალვების თითქმის მთლიანად მოხსნას მარტის ბოლოსთვის მთავრობა საზოგადოების მხოლოდ ვაქცინირებული ნაწილისთვის გეგმავს.

 

 

onalem

ტესტ