fbpx
საბერძნეთი

ბერძენ მოხუცს უთხრეს, რომ მიწისძვრა იყო მოსალოდნელი და სახლის კედლები უნდა შეემოწმებინათ, შემდეგ კი გაძარცვეს

საბერძნეთში თაღლითობის გზებს, რომელთაც ბოლო პერიოდში მიმართავენ, დასასრული აღარ უჩანს. ამჯერად მოხერხებულმა ქურდებმა გადაწყვიტეს, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის თემა გამოეყენებინათ მოხუცების შესაშინებლად.

კერძოდ, სოფელ პრევეზას ერთ-ერთ სოფელში ორი მამაკაცი მოხუც ქალბატონთან მივიდნენ და უთხრეს, რომ საბერძნეშთი უახლოეს პერიოდში მიწისძვრა იყო მოსალოდნელი და უნდა შეესრულებინათ სპეციალური შემოწმება სახლში, რათა დადგენილიყო, რამდენად გამძლე იყო მისი სახლის კედლები ბიძგების მიმართ. მოხუცმა მათ კარი გაუღო, სახლში შეიყვანა, საბოლოოდ კი, გაძარცვული აღმოჩნდა.

ქალმა “შემოწმებაზე” მისული მამაკაცების წასვლის შემდეგ ნახა, რომ სახლში საფულე აღარ ჰქონდა და პოლიციას შეატყობინა.

ამ დროისთვის დადგენილია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ვინაობა, რომელიც ბერძენია, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ