fbpx
საბერძნეთი

600 ადამიანი საავადმყოფოში კარნავალის შემდეგ – პანიკური შეტევები და ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და სხვა საშუალებებით

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პატრას გრანდიოზული კარნავალის შემდეგ საავადმყოფოებში 600-მდე ადამიანი მოხვდა. ინციდენტების უმეტესობა დაფიქსირდა კვირას ღამით, როდესაც 300 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

როგორც ირკვევა, კარნავალზე დამსწრეებმა დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღეს, რასაც მოჰყვა მათი ინტოქსიკაცია და ბევრმა მათგანმა გონებაც დაკარგა. ამას გარდა, არსებობს ინფორმაცია, რომ ცერემონიაზე არსებობდა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებმაც ასევე გავლენა მოახდინეს ადამიანების ორგანიზმზე.

პატრას საავადმყოფოები თავიდანვე განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ, რადგან მოსალოდნელი იყო მიმართვიანობის გაზრდა.

“შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული მექანიზმი კარგად მუშაობს. სრულ მზადყოფნას ვაცხადებდით თავიდანვე მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით. პერსონალთან შეთანხმებული ვიყავით, რომ სამი დღით არ აეღოთ შვებულება, რადგან გაიზრდებოდა მომართვიანობა და მოსახლოებას ჩვენი დახმარება დასჭირდებოდა,” აცხადებს ადგილობრივი ჯანდაცვის მე-6 რეგიონის მეთაური.

აღსანიშნავია, რომ ბევრ პაციენს, გარდა ალკოჰოლისა და სხვა საშუალებებით ინტოქსიკაციისა, ჰქონდა პანიკური შეტევებიც.

onalem

ტესტ