fbpx
ემიგრაციასაბერძნეთი

თებერვალში საბერძნეთის საზღვარი 3.000-მდე ქართველმა გადმოკვეთა – სად ექმნებათ პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს?!

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის ოფიციალურ სტატისტიკას ავრცელებს.

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.

კერძოდ, თებერვალში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა – 5 112 იყო. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც – 3 198 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი – 2 994 გასვლით საბერძნეთია.

რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც თებერვალში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: შვეიცარია – 3 გამგზავრება; სლოვენია – 7 და ბულგარეთი – 89 გამგზავრება.

სტატისტიკა 18 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ოთხ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: ბელგია (გაემგზავრა – 218); რუმინეთი (გაემგზავრა – 119); შვეიცარია – (გაემგზავრა – 3) და სლოვენია (გაემგზავრა – 7).

რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 14 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი – 37 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში უთხრეს. მას მოსდევს იტალია – 34 უარით, მე-3 ადგილზე კი კვიპროსია, სადაც თებერვალში 33 უარი დაფიქსირდა.

onalem

ტესტ