fbpx
მსოფლიო

ემიგრანტების შვილი, რომელმაც კლასელები სიკვდილს გადაარჩინა, მოქალაქეობას მიიღებს

მი­ლან­ში მცხოვ­რე­ბი ბიჭი, რო­მელ­მაც თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი ავ­ტო­ბუ­სის გა­ტა­ცე­ბი­სას სიკ­ვდი­ლის­გან გა­და­არ­ჩი­ნა, იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მი­ი­ღებს. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ვიცე-პრე­მი­ერ­მა მა­ტეო სალ­ვი­ნიმ გა­ნა­ცხა­და.

შემ­თხვე­ვა მი­ლან­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და, სკო­ლის ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც 51 მოს­წავ­ლე იჯდა, მძღოლ­მა გა­ი­ტა­ცა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

ავ­ტო­ბუს­ში 2 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ის­ხდნენ, ისი­ნი სკო­ლი­დან სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში მი­დი­ოდ­ნენ, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მძღოლ­მა გზი­დან გა­და­უხ­ვია და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და. რო­დე­საც მან და­ნით მუ­ქა­რა და ყვი­რი­ლი და­ი­წყო, 13 წლის რამი შე­ჰა­ტამ შეძ­ლო, ყვე­ლას­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად მშობ­ლე­ბის­თვის და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის და­ე­რე­კა.

პო­ლი­ცი­ამ ავ­ტო­ბუსს გზა გა­და­უ­ღო­ბა და ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტის ფან­ჯრე­ბი­დან ბავ­შვე­ბი უვ­ნებ­ლად გად­მო­ვიდ­ნენ.

სალ­ვი­ნი აცხა­დებს, რომ გმი­რო­ბის­თვის ჯილ­დოდ ბიჭ­მა იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა მი­ი­ღოს, რად­გან „რა­მის ქვეყ­ნის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი კარ­გად ეს­მის“.

შე­ჰა­ტას მამა ეგ­ვიპ­ტი­დან იტა­ლი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 2001 წელს გა­და­ვი­და. რამი იტა­ლი­ა­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს. იტა­ლი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, იმიგ­რი­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის შვი­ლი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­ბა­და, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას 18 წლის ასა­კამ­დე ვერ მი­ი­ღებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა კი­დევ ერ­თმა ბიჭ­მა, წარ­მო­შო­ბით მა­რო­კო­ელ­მა ადამ ელ ჰა­მა­მიმ, რომ­ლის მამა, ხა­ლიდ ელ ჰა­მა­მი მი­იჩ­ნევს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მის შვილ­საც უნდა მის­ცენ.

„ადა­მი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ბი­ჭია და ძა­ლი­ან წყინს, რომ ყვე­ლა სა­უბ­რობს რა­მი­ზე და მას არა­ვინ ახ­სე­ნებს,“ – ამ­ბობს ხა­ლი­დი.

სა­ა­გენ­ტო Ansa-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­მიმ ყვე­ლას მო­აჩ­ვე­ნა თავი, რომ არა­ბუ­ლად ლო­ცუ­ლობ­და, რე­ა­ლუ­რად კი მა­მა­მისს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

სალ­ვი­ნი პი­რა­დად შეხ­ვდე­ბა ხუთ ბიჭს, რომ­ლებ­მაც ინ­ცი­დენ­ტის დროს გმი­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს. მათ შო­რის არის ფა­ბიო, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და, ტე­რო­რისტს და­ლა­პა­რა­კე­ბო­და და და­ემ­შვი­დე­ბი­ნა და ნი­კო­ლო, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს სა­კუ­თარ თავს ტყვედ სთა­ვა­ზობ­და სხვე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

onalem

ტესტ