fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი მოზარდი, რომელიც სკოლიდან გარიცხეს, დაბრუნდა და დირექტორი სცემა

უპრეცენდენტო შემთხვევა დღეს ირაკლიოს სკოლაში მოხდა. 17 წლის მოზარდი საკუთარი სკოლის დირექტორს დაესხა თავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს, მაგრამ მან დაბრუნება გადაწყვიტა. როცა სკოლაში შესული დირექტორმა დაინახა, უთხრა, რომ ის იმ სკოლაში აღარ სწავლობდა და დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია.

სწორედ ამის შემდეგ, 17 წლის ბიჭი ქალს თავს დაესხა, დარტყმის შედეგად კი გონება რამდენიმე წამით დაკარგა.

დირექტორმა პოლიციაში იჩივლა, ოფიცრებმა დააკავეს 17 წლის მოზარდიც და მისი მშობლებიც, არასრულწლოვნის მიმართ გამოჩენილი გულგრილობისა და უყურადღებობის ბრალდებით.

onalem

ტესტ