fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ბავშვმა, რომელიც სანაპიროსთან თამაშობდა, ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვა

შოკისმომგვრელი შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, ხალკიდიკიში მოხდა. “აგიოს მამას” სანაპიროზე მყოფი ხალხი უსიამოვნო სანახაობის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ბავშვმა მიუთითა, რომ რაღაც უცნაური იპოვა.

როგორც ირკვევა, მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელიც იქვე თამაშობდა, ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვა. ისინი, სავარაუდოდ, ზღვამ გამორიყა. შემდეგ ბავშვი უფროსებთან მივიდა და უთხრა, რომ რაღაც უცნაური იპოვა, თუმცა, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თუ რა სანახაობის წინაშე დადგებოდნენ ადგილზე მისულები.

მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სანაპირო დაცვას, თუმცა, ამ დრომდე უცნობი რჩება, ვის ეკუთვნის სხეულის ნაწილები და რა ვითარებაში დაიღუპა ეს ადამიანი.

onalem

ტესტ