fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია: “უთხარით თქვენს შვილებს, რომ ჩვენ არ დავიჭერთ, თუ არ შეჭამენ”

საბერძნეთის პოლიცია მშობლებს მოუწოდებს. ეს მათი კიდევ ერთი პოზიტიური მესიჯია, რომელიც საზოგადოებაში სამართალდამცავებთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება.

სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომლითაც ისინი ცდილობენ აუხსნან მშობლებს, რომ ნუ შეაშინებენ საკუთარ შვილებს პოლიციით:

“ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ, ასწავლეთ შვილებს, რომ პოლიციის ოფიცრები არ ჩასვამენ მათ ციხეში თუკი კარგად არ მოიქცევიან, თუ არ შეჭამენ და თუ შუადღეს არ დაიძინებენ. ჩვენ გვინდა, მოვიდნენ ჩვენთან, როცა რაიმე აშინებთ და ჩვენ არ ვიყოთ ის, ვისიც ეშინიათ.”

 

 

onalem

ტესტ