fbpx
საბერძნეთი

“თუ ექსპერტებს სჯერათ, რომ ხარდალიას შეტევა ვაქცინამ გამოიწვია, ჩემს სტუდენტებს ვეტყვი, რომ საბერძნეთი დატოვონ” – პროფესორი ახილეას გრავანის

ბერძენი ექიმის, დიმიტრიოს კუველას განცხადებამ მის კოლეგებსა და პროფესორებში დიდი გამოხმაურება და ნეტაგიური კომენტარები გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ იშემიური შეტევა, რომელიც სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილეს, ნიკოს ხარდალიას დაემართა, შესაძლოა ვაქცინისგან იყოს გამოწვეული, რომელიც მან 7 თვის წინ გაიკეთა.

აღნიშნულ განცხადებას კრეტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ცნობილი პროფესორი, ახილეას გრავანი პასუხობს:

“თუ ამ ყველაფერს სამედიცინო ასოციაციის ექსპერტები და თესალონიკის სამედიცინო სკოლის პროფესორები ეთანხმებიან, მაშინ მე ჩემს სტუდენტებს ვეტყვი, რომ მოემზადონ ემიგრაციისთვის და როდესაც სწავლას დაასრულებენ, კარიერის გასაკეთებლად საბერძნეთიდან წავიდნენ. 

ვითხოვ, რომ ექსპერტებმა გამოკვეთონ თავიანთი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით და დააფიქსირონ, რა აზრის არიან იდეაზე, რომ ბატონი ნიკოს ხარდალიას შეტევა ვაქცინაციას უკავშირდება, რომელიც მან 7 თვის წინ ჩაიტარა.”

პროფესორს იმის თქმა უნდოდა, რომ თუ საბერძნეთში ყველაზე განათლებული და კომპეტენტური ხალხი მსგავსი მოსაზრებებით გამოვა, მის სტუდენტებს აქ მომავალი არ აქვთ, მედიცინის სფეროში.

გაცნობებთ, რომ ხარდალია საავადმყოფოდან სახლში უკვე გაწერეს და სახლის პირობებში გადის რეაბილიტაციას.

onalem

ტესტ