fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ხელები კისერში მომიჭირა და კოცნა დამიწყო, შემდეგ იდაყვი ჩამარტყა” – კიდევ ერთი, შოკისმომგვრელი, საჩივარი პავლოს ხაიკალის წინააღმდეგ

ცნობილი მსახიობის, პავლოს ხაიკალისთვის საქმე კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ მეორე, გაცილებით სერიოზული საჩივარი დაფიქსირდა.

საჩივარი უკავშირდება ამბავს, რომელიც 31 წლის წინ მოხდა. ქალი, რომლის ვინაობაც ცნობილი ჯერჯერობით არ არის, ამბობს, რომ ხაიკალისმა მასზე ძალადობა სცადა და ეს შემთხვევა ბევრად უარესია იმაზე, რაც ილიანა არავის გადახდა. ირკვევა, რომ ამ ინციდენტის დროს ხაიკალისს რეალურად ქალის მეგობართან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა.

“ყავა მომიმზადა, ორი-სამჯერ მოვსვი და მაშინვე კოცნა დამიწყო. უცებ სრულიად სხვა კაცი იდგა ჩემს წინ, თითქოს აღარ იყო მეგობარი, რომელთანაც სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდი, აღარ იყო ჩემი მეგობრის შეყვარებული. როცა წინააღმდეგობა გავუწიე, ხელები კისერში მომიჭირა და ფაქტობრივად, მახრჩობდა. მისი ხელები ყელსა და კისერზე რამდენიმე დღის მანძილზე მეტყობოდა. შემდეგ იდაყვიც კი ჩამარტყა და ამის შემდეგ გონება დავკარგე. ვფიქრობ, რომ შეეშინდა და სწორედ ამიტომ წყალი მომიტანა, გონზე რომ მოვსულიყავი. 

არც კი მახსოვს, როგორ ავდექი, წავედი და როგორ ჩავჯექი ტაქსიში. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრმა კიბეზე გონებადაკარგული მიპოვა. შემდეგ მამაჩემი მის მოსაკლავად წავიდა.

ძალიან ვნანობ, რომ არ მივიყვანე ეს საქმე ბოლომდე და მთელი გულით ვუჭერ მხარს ყველა იმ ქალს, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს,” ამბობს ხაიკალის კიდევ ერთი მომჩივანი.

ის იმასაც აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი პოლიციაში მივიდა, მაგრამ საბოლოოდ საჩივარი ბოლომდე არ მიიყვანეს.

ხაიკალისი მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ საქმეს მისი ადვოკატი შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებებს.

 

onalem

ტესტ