fbpx
საზოგადოება

ვის შეუძლია დასაქმდეს საბერძნეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ სამუშაოებზე?!

OAED-მა გამოაცხადა, რომ ელექტრონული განცხადებების მიღება დღეს, შუადღის 12:00 საათიდან დაიწყება. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეიტანონ ვაკანტური 5,500 სამუშაო ადგილისათვის, რომელიც საჯარო სექტორშია წარმოდგენილი.  განცხადების წარდგენა შეუძლიათ 22-29 წლის ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. მუშაობის ხანგრძლივობა 12 თვეს გასტანს და შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან სამინისტროებსა და ზედამხედველ ორგანოებში.

OAED-ში განაცხადის მიღების პროცესი ორშაბათს, 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის 12:00 საათზე დასრულდება.

პროგრამის მიზანია იმ კურსდამთავრებულთა დასაქმება, რომლებც გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისის შედეგებს დღემდე განიცდიან. ასევე, ამ პროგრამით, სახელმწიფო ცდილობს შეაჩეროს ე.წ. “ტვინის გადინების” პროცესი, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს საბერძნეთის ეკონომიკაზე.

განაცხადის შეტანა მხოლოდ ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი, OAED-ის ვებ-გვერდზე (www.oaed.gr), განაცხადის წარდგენის შესაბამისი ველის გამოყენებით.

კანდიდატები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან:

  1. უმუშევრად ყოფნის უწყვეტი ვადა მაქსიმუმ 24 თვემდე
  2. მაგისტრის ხარისხი (ნებისმიერ დარგში)
  3. დოქტორანტურა (ნებისმიერ დარგში)
  4. პირადი ან ოჯახის წლიური შემოსავალი
  5. OAED-ში შშმ უმუშევარი პირების რეგისტრაციაში ყოფნა
  6. სოციალური სოლიდარობის შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი

შერჩეულ კანდიდატების თვიური ანაზღაურება იქნება:

  • ნებისმიერი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის – 1,040 ევრომდე
  • ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის – 990 ევრომდე

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში შშმ პირებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მათ უნდა წარდგინონ CEDA-ს დასკვნა 3863-ე კანონის მიხედვით, რომელიც 15.07.2010 წლიდანაა შესული ძალაში.

onalem

ტესტ