fbpx
საზოგადოება

ათენში 15 წლის გოგონას უკვე მეოთხე დღეა ეძებენ – ოჯახი ინფორმაციას მისი მეგობრებისგან ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში 15 წლის ასიმინას ეძებენ.

ირკვევა, რომ გოგონა ეღალეოდან გაუჩინარდა და უკვე მე-4 დღეა, რაც პოლიცია და ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” მის კვალზე ვერ გადის. უცნობია, რის გამო და როგორ გაუჩინარდა მოზარდი.

ოჯახი სასოწარკვეთილია და მისი მეგობრებისგან ითხოვს, რომ რაიმე ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან ფიქრობენ, რომ მისმა საუკეთესო მეგობრებმა შესაძლოა რაღაც იცოდნენ.

ასიმინა არის 1.61 მეტრი სიმაღლის, ნორმალური წონის, აქვს ყავისფერი თმა და თაფლისფერი თვალები. ოჯახი, მეგობრების გარდა, დახმარებას საზოგადოებასაც სთხოვს.

თუკი ვინმემ რაიმე იცის ან სადმე დაუნახავს ფოტოზე გამოსახული გოგონა, უნდა დაუკავშირდეს პოლიციას, ნომერზე 100 ან ცხელ ხაზს, ნომერზე 116000.

onalem

ტესტ