fbpx
საბერძნეთი

როდის მოიხსნება პირბადეების ტარების ვალდებულება საბერძნეთში – კითხვას პროფესორი, ალკივიადის ვატოპულო პასუხობს

საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტის წევრი და გამოჩენილი პროფესორი, ალკივიადის ვატოპულო მედიასთან საბერძნეთში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, თუ როდისთვის შეიძლება, რომ მოიხსნას პირბადეების ტარების ვალდებულება, ღია სივრცეებში მაინც.

“საზოგადოება ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ სრულ ჩაკეტვას. ამიტომ თვითტესტირებით შევძლებთ გამოვიკვლიოთ ვირუსის გავრცელების მასშტაბები და შესაბამისად, შევზღუდოთ ის. ჩვენ იმიტომ არ ვიხსნებით, რომ პანდემია დასრულდა, არამედ ვიხსნებით იმიტომ, რომ მასთან ბრძოლის ძველმა მეთოდმა, კარანტინმა, საკუთარი თავი ამოწურა.

პირბადეებს რაც შეეხება, მოვიხსნით მაშინ, როცა ვაქცინაციის დონე მკვეთრად გაიზრდება და შემცირდება ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი გადააჭარბებს მათ რიცხვს, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, შეგვეძლება, რომ ღია სივრცეში აღარ ვატაროთ პირბადე. 

ვირუსი აქ არის და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სიტუაცია შესაძლოა უეცრად შემობრუნდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ რომ არ შემობრუნდეს, ამისთვის უნდა დავიცვათ ზომები.

ვაღიარებთ, რომ ზომების მოხსნა დიდ რისკებს შეიცავს, მაგრამ ვცდილობთ ეს ნელ-ნელა გავაკეთოთ და პარალელურად, შევაფასოდ ეპიდმდგომარეობა დროდადრო,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ