fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა კრეტაზე: კლდე ჩამოინგრა და სასტუმროს დაეცა, არის მსხვერპლი

კრეტაზე, კერძოდ, იერაპეტრაში, კლდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. კლდე ღამის 00:20 საათზე ჩამოინგრა და სასტუმროს დაეცა, რის შედეგადაც ნანგრევებში დედა-შვილი მოჰყვა.

შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს 51 წლის ქალი, მისი 9 წლის შვილი კი, გადარჩა, თუმცა, კიდურებზე აქვს დაზიანებები მიყენებული.

სამაშველო სამსახურმა რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაატარა, რათა არ გამოეწვია დამატებითი საფრთხე ნანგრევებში  მომწყვდეულებისთვის.

როგორც ირკვევა, ბავშვის მამა, 51 წლის მამაკაცი, რომელიც სასტუმროს სხვა მხარეს იმყოფებოდა, უყურებდა, როგორ ინგრეოდა კლდე და თვალებს არ უჯერებდა. დაწესებულების ერთი ნაწილი სრულად არის განადგურებული.

სამაშველო ოპერაცია 6 საათის მანძილზე მიმდინარეობდა, მონაწილეობდა 20 მანქანა და 50 მაშველი.

onalem

ტესტ