fbpx
ემიგრაციული სიახლეები

5 და 6 ნოემბერს ვანის სახალხო თეატრის სპექტაკლი “ემიგრანტები” ათენში

5 და 6 ნოემბერს ქალაქ ათენს ვანის სახალხო თეატრი ეწვევა და სპექტაკლ “ემიგრანტებს” წარმოგვიდგენს.

ვანის სახალხო თეატრი მრავალი წელია არსებობს, ჯერ კიდევ 1930 წლიდან, ის თვითმოქმედი დრამ. კოლექტივის ბაზაზე დაარსდა, 1978 მიენიჭა სახალხო თეატრის სტატუსი; თეატრი სპექტაკლებს მართავდა ვანის კულტურის სახლში.

თავდაპირველად სცენისმოყვარეთა ძალებით დადგა შემდეგი სპექტაკლები: ა. ყაზბეგის “არსენა”, “ელეონორა”, ვ. გუნიას “და-ძმა”, დ. ჭონქაძის “სურამის ციხე”, ს. შანშიაშვილის “ხევისბერი გოჩა” (ა. ყაზბეგის “ხევისბერი გოჩას” მიხედვით) და სხვ. ვ. ს. თ-ში დაიდგა ვ. დარასელის “კიკვიძე”, ლ. მილორავას “კერპჯიუტა”, ა. ჩხაიძის “სამიდან ექვსამდე”, ო. იოსელიანის “ადამიანი იბადება ერთხელ”, ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა” და სხვ. თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ი. აბრამიძე, ს. შარაშენიძე, შ. გიორგაძე, დ. ნიკოლეიშვილი, კ. გიორგაძე, ნ. გაბუნია, ს. ხვიჩია, ლ. გერსამია, ბ. ტორონჯაძე.

სპექტაკლები გაიმართება თეატრში: “Art 63”.
მისამართი: 3 სექტემბრის ქ. 63 [3η Σεπτεμβρίου 63].

შაბათი, 05 11.2022 წ.: 17:00 საათი.
კვირა, 06.11.2022 წ.: 12:30 & 16:30 საათი.

☎ 210.7211226 / 6999.640412 / 6995.956444 / 6995.984242

onalem

ტესტ