fbpx
საბერძნეთი

ოქტომბრის უჩვეულოდ თბილი დღეები – რამდენი გრადუსი დაფიქსირდება ხვალ, კვირას, საბერძნეთში?!

ოქტომბრის მიწურულს საბერძნეთში უჩვეილოდ თბილი ამინდებია. ქვეყნისთვის მზე და სითბო ისედაც დამახასიათებელია, მაგრამ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურა მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ამ სეზონზე ჩვეულებრივ ფიქსირდება ხოლმე.

სინოპტიკოსები ხვალ, 30 ოქტომბერს, ასევე მზიან ამინდს გვპირდებიან და საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მაღალი ტემპერატურა იქნება. წვიმის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ კრეტაზე, მთიან ტერიტორიებზე.

ვიდრე ნოემბრის სუსხიანი დღეები დადგება, საბერძნეთში ჰაერი მინიმუმ 21-23 გრადუსამდე გათბება, რეგიონების შესაბამისად. ატიკაში მოსალოდნელია 16-დან 21 გრადუსამდე, ხოლო თესალონიკში 14-დან 22 გრადუსამდე.

დასავლეთ მაკედონიაში ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება, თესალიაში 23 გრადუსამდე, პელოპონისოში 25 გრადუსამდე, კუნძულებზე კი ტემპერატურა 14-დან 24 გრადუსამდე იმერყევებს.

 

onalem

ტესტ