fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობის გეგმა ვნების კვირაში – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ მომდევნო დღეების შესახებ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი და ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, იერონიმე, ერთმანეთს შეხვდნენ. მთავარეპისკოპოსმა მაშინვე განაცხადა, რომ ნაპოვნია გამოსავალი და მიღებულია გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახით იფუნქციონირებს ეკლესია და რა ზომები უნდა დავიცვათ ვნების კვირაში.

ირკვევა, რომ წლევანდელი აღდგომა იქნება მეტი თავისუფლებით, ეკლესიებიც იქნება ღია და შედეგება ლიტანიობაც. მიუხედავად ამისა, იმოქმედებს გარკვეული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

  • პირველი გახლავთ ის, რომ ყველა სასულიერო პირი ვალდებულია ჩაიტაროს თვით-ტესტირება.
  • აღდგომას წირვა-ლოცვა უნდა გაიმართოს მხოლოდ საღამოს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე.
  • ლიტანიობა უნდა გაიმართოს მხოლოდ ეკლესიების გარშემო.
  • ტაძრებში ყოველ 15 კვადრატულ მეტრზე გასაზღვრულია ერთი მორწმუნის ყოფნა, ასევე, გამოყენებული იქნება გარე ტერიტორიებიც.

“პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ გვინდა სოფლებში წასვლა და ამას გვიკრძალავენ, პრობლემა არის ის, რომ კუნძულების და სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლებს ეშინიათ. ეშინიათ, რომ ხალხი ჩავა და ვირუსი გავრცელდება იქ, სადაც ეს ტენდენცია საგრძნობლად დაბალია. მოდით, მოვითმინოთ, მე მჯერა, რომ მაისის თვე ბევრად უკეთესი იქნება,” აცხადებს მთავარეპისკოპოსი, იერონიმე.

 

onalem

ტესტ