fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

სად შევავსოთ განაცხადი ქირის თანხის მისაღებად – დღეიდან პროგრამა ამოქმედდა!

როგორც უკვე ცნობილია, 13 მარტიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელზეც შევძლებთ განაცხადი შევავსოთ ქირის თანხის მიღების თაობაზე. საბერძნეთის სახელმწიფომ დახმარების გასაცემად რამდენიმე მილიონი გამოყო. თანხის მოთხოვნა შეუძლიათ ემიგრანტებსაც, რომლებიც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობენ.

თქვენ პლატფორმაზე უნდა შეავსოთ TAXISnet-ის მონაცემები და მიიღებთ პასუხს, გეკუთვნით თუ არა აღნიშნული დახმარება. განაცხადი შეავსეთ აქ: https://www.epidomastegasis.gr/

თანხა, რომელსაც ყოველთვიურად მიიღებთ, 70-დან 210 ევრომდე მერყეობს.

ცნობილია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მთავრობა იხელმძღვანელებს:

ერთ სულზე გაწერილია თვეში 70 ევრო.

ოჯახის ორ ზრდასრულ წევრზე გაწერილია თვეში 105 ევრო.

სამწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია და ერთი ბავშვი თვეში 140 ევრო.

ოთხწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და ორი ბავშვია 175 ევრო.

ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და სამი ბავშვია, თვეში 210 ევრო.

onalem

ტესტ