fbpx
საბერძნეთი

ათენი: ავტობუსი, ნომერი 040, რომელიც კალითეაში მოძრაობდა, ცხელი წყლით გაივსო

ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ათენში მოძრავი ავტობუსები საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში არიან და მათი გაუმართავობა მგზავრების უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

ინციდენტი ამჯერად ნომერ 040-ში მოხდა, რომელიც საკმაოდ გრძელ მარშრუტს ასრულებს, ათენის ცენტრიდან პირეამდე, კალითეის გავლით. ავტობუსი სწორედ კალითეას ტერიტორიაზე მოძრაობდა გვიან ღამით, როდესაც ცხელმა წყალმა გაჟონვა დაიწყო, ამ დროს ავტობუსში ხალხი იყო.

მძღოლმა მაშინვე გააჩერა, მგზავრები ავტობუსიდან ჩავიდნენ და მეორეს დაელოდნენ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა.

onalem

ტესტ