fbpx
საბერძნეთი

ომონია, მონასტირაკი, პეტრალონა, ექსარხია – 2,800 შენობა ათენის უბნებში დანგრევის პირას არის

როგორც Ethnos.gr იუწყება, ათენის მაცხოვრებლები ყოველდღე “ბომბების” ქვეშ დადიან, გაუცნობიერებლად. საუბარია ასობით შენობაზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, დანგრევის პირასაა, თუმცა, ამის შესახებ წარმოდგენა არ გვაქვს. მუნიციპალიტეტის ცენტრალურ უბნებში მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.

კერძოდ, საუბარია ომონიაზე, მონასტირაკზე, ფსირიში, პეტრალონასა და ექსარხიაში მდებარე კორპუსებზე, სადაც გეომეტრიული პროპორციით გაიზარდა საცხოვრებელი ფართების რაოდენობა და გაფართოვდა კვების ბიზნესი. ეს მოვლენები ზრდის შენობების ჩამონგრევის შანსებს, თუმცა, ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული ზომები მიღებული არ არის, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, სხვადასხვა უწყებების მიერ პასუხისმგებლობების ერთმანეთისთვის გადაბარება ხდება.

დებატები ამ პრობლემის გადაჭრის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, როდესაც სამოსზე მიწისძვრა მოხდა და შენობების ნგრევას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, ამ დრომდე პრაქტიკულად რაიმე სახის სამუშაოები არ შესრულებულა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა დაცული იყოს.

ითვლება, რომ მთელი საბერძნეთის მასშტაბით მინიმუმ 9,500 შენობაა, რომელიც “მზად” არის ჩამოსანგრევად, თუმცა, ცხადია, ასეთი შენობების რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

როგორც უკვე ცნობილია, ბოლოს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება, რომ დაიწყოს შენობების შემოწმება, სეისმური თვალსაზრისით და პირველ ეტაპზე კონტროლი უნდა გაეწიოს სკოლებსა და საავადმყოფოებს. ამ დროისთვის არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რამდენად უსაფრთხოა შენობები, რომლებშიც ვცხოვრობთ, რადგან შემოწმების განხორციელებასა და შემდეგ მონაცემების დამუშავებას საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდება.

ითვლება, რომ 1984 წლამდე აშენებული კორპუსები სეისმური გამძლეობის თვალსაზრისით სახიფათოა. ინჟინერთა განმარტებით, ეს შენობები არ არის დაპროექტებული ისე, რომ გაუძლონ მიწისძვრას, რომელიც თურქეთის მიწისძვრის მსგავსი ან უფრო სუსტი იქნება.

2011 წლის აღწერის საფუძველზე დადგინდა, რომ 3,1 მილიონი შენობა – აქედან 2,5 მილიონი საცხოვრებელი კორპუსი – საჭიროებს შემოწმებას, გამომდინარე იქიდან, რომ აშენებულია მრავალი წლის წინ.

“მე ვფიქრობ, რომ შენობები, რომლებიც თარიღდება 1996 წლით და უფრო ადრე, ჰგავს იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავტომობილი, უსაფრთხოების ბალიშებით. ბევრი პრობლემატური შენობა გვაქვს, მაგრამ მათი შემოწმება ერთგვარი პროცესია, ხარჯებთან დაკავშირებული, ამიტომ აღარ აგრძელებენ, ბევრ შემთხვევაში,” აცხადებს ინჟინერი, სპიროს მაგულასი.

onalem

ტესტ