fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ახალგაზრდებმა ტავერნაში 180 ევროს კერძები შეუკვეთეს, მიირთვეს და თანხის გადაუხდელად გაქრნენ

შემთხვევა, რომელიც ერთდროულად კურიოზულიც არის და დრამატულიც, პატრაში, ერთ-ერთ ტავერნაში მოხდა. 7 ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი სასადილოდ შევიდა, დიდი რაოდენობის კერძები შეუკვეთეს და შემდეგ ადგილიდან ოსტატურად მიიმალნენ ისე, რომ 1 ევროც არ გადაიხადეს.

მათი ქმედებების ამსახველი ვიდეო თავად ტავერნის მეპატრონემ გაავრცელა ინტერნეტში, ვინაიდან თაღლითები შიგნით არსებულმა კამერებმა დააფიქსირეს. ჩანს, რომ ისინი მაგიდას მიუსხდნენ და ძალიან ბევრი საკვები შეუკვეთეს, იმდენად ბევრი, რომ მიმტანმაც კი უთხრა, რომ ვერ შეძლებდნენ ამდენის მირთმევას. მეპატრონის თქმით, მხოლოდ ეს ფაქტიც კი, უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არ აპირებდნენ თანხის გადახდას და თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდათ თაღლითობის ჩადენა. კერძების ღირებულება ჯამში 180 ევრო იყო.

როგორც ირკვევა, როდესაც ჭამა დაასრულეს, სამი მათგანი ტავერნიდან გავიდა, დანარჩენებს კი ერთ-ერთმა, რომელიც სამზარეულოსკენ წავიდა და შეიხედა, რა ხდებოდა შიგნით, სხვებს ანიშნა, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ და ასე გაიკრიფა ყველა, ნელ-ნელა.

ტავერნის მფლობელი ამბობს, რომ ძალიან შეწუხებულია მომხდარით, რადგან თუ მსგავსი ქმედებები არ აღკვეთეს, ასეთი ადამიანები ხვალ უარეს დანაშაულს ჩაიდენენ.

 

onalem

ტესტ