fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 36 წლის ქალმა საშვილოსნოს სიმსივნე დაამარცხა და სუროგატის წყალობით ტყუპების დედა გახდა

ბერძნული მედია გულისამაჩუყებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც თესალონიკში მოხდა. ეს არის ამბავი, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის მეცნიერება, სულის სიმტკიცე და უნარი, რომ გავცეთ სიკეთე. 36 წლის ქალბატონი, რომელსაც მძიმე დაავადებამ დედად გახდომის ბედნიერება წაართვა, არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა საკუთარი ჯანმრთელობისთვის.

როგორც ირკვევა, მას საშვილოსნოს ყელის სიმსივნის დიაგნოზი სამი წლის წინ დაუსვეს, ქალმა სიმტკიცე გამოიჩინა, ექიმების მითითებები ზედმიწევნით შეასრულა და საბოლოოდ, მძიმე დაავადება დაამარცხა. თუმცა, ამ წლების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დედა მაინც უნდა გამხდარიყო, თუნდაც, სხვა გზებით, რომლებიც 21-ე საუკუნეში უკვე განვითარებული და დახვეწილია. როგორც მედია იუწყება, მისი სუროგატი მისივე საუკეთესო მეგობარი გახდა და ქალი ტყუპებზე დაფეხმძიმდა.

9 თვის შემდეგ 36 წლის ქალბატონს ორი ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა და დღეს ცხოვრების უბედნიერესი პერიოდი აქვს.

onalem

ტესტ