fbpx
კრიმინალი

პატისია: დააკავეს 56 წლის ალბანელი, რომელმაც 8 წლის ბიჭი 900 ევროდ “იყიდა” და ათენის ქუჩებში მათხოვრობას აიძულებდა

ბერძნული მედია წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ იუწყება. ათენში, კერძოდ, პატისიონზე დააკავეს 56 წლის მამაკაცი, რომელმაც ალბანეთში 8 წლის ბიჭი ღარიბი ოჯახიდან “იყიდა” და ათენის ქუჩებში მათხოვრობას აიძულებდა.

ბერძნულ მხარეს ალბანეთიდან რამდენიმე დღის წინ გადმოეგზავნა ინფორმაცია, რომ ეს კონკრეტული მამაკაცი საერთაშორისო დონეზე იყო ძებნილი და ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ათენში იმყოფებოდა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და პატისიაზე მიაგნეს მამაკაცს, რომელსაც ალბანეთში 15 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ალბანელმა ტირანაში უღარიბესი ოჯახიდან იყიდა 8 წლის ბავშვი, ოჯახს კი, სანაცვლოდ 900 ევრო გადაუხადა. შემდეგ უკანონო გზებით საბერძნეთში ჩამოიყვანა და ათენის ქუჩებში მათხოვრობას აიძულებდა.

დაკავებულის ალბანეთში ექსტრადაციის პროცედურები უკვე დაწყებულია, თუმცა, სამწუხაროდ, ბერძნული მხარისთვის უცნობი რჩება, რა ბედი ეწია 8 წლის ბავშვს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობები არ არსებობს.

 

onalem

ტესტ