fbpx
საზოგადოება

“მამაჩემმა სასტიკად მცემა, რადგან მანდილი მეკეთა, მაგრამ მაინც მიყვარს” – ბერძენი გოგო, რომელმაც ისლამი მიიღო

საზოგადოებისთვის ცნობილია ინციდენტის შესახებ, რომელიც ვოლოსში მოხდა და მამა-შვილი სასამართლომდეც კი მივიდა. მამაკაცს ბრალად ედება საკუთარ შვილზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა, მიზეზი კი, ის არის, რომ 24 წლის გოგონამ ქრისტიანობა უარყო და ისლამი მიიღო.

მედიასთან თავად საუბრობს ბერძენი გოგონა, რომელიც ინგლისიდან თავსაბურავით დაბრუნდა და ოჯახისგან სასწიკი წინააღმდეგობა მიიღო რელიგიის შეცვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც ოჯახმა გაიგო, რომ მუსლიმი გახდა და უთხრეს, რომ სახლში არ დაბრუნებულიყო.

“მამაჩემს არ უნდოდა არაფრის გაგონება ისლამზე, არც ის, რომ თავსაბურავით ვენახე. არ მოსწონდა, რომ რელიგიური მრწამსი შევიცვალე. მითხრა, რომ მანდილი მომეხსნა, რადგან სახლში სასულიერო პირი მოდიოდა და რადგან უარი ვუთხარი, ცემა დამიწყო. 20 წუთის მანძილზე მირტყამდა. მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდა ჩემი მშობლები შევარცხვინო, ისინი მაინც ძალიან მიყვარს. სასამართლოში რომ აღმოვჩნდით, არ ნიშნავს, რომ მამაჩემი არ მიყვარს,” ამბობს ის.

თავის მხრივ, მამაკაცმა ბოდიში მოიხადა ჩადენილის გამო, მაგრამ პარალელურად აღნიშნა, რომ ვინაიდან შვილებს თავად უზრუნველყოფდა, ისინი მის “ბრძანებებს” უნდა დამორჩილებოდნენ.

onalem

ტესტ