fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: 12 და 13 წლის ბიჭები ცეცხლმოდებული სახლიდან გარდაცვლილები გამოიყვანეს

დღეს დილით კამატეროში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მძიმე სურათის წინაშე აღმოჩნდნენ. ითაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საუბარია 12 და 13 წლის ბიჭებზე, რომლებიც მეხანძრეებმა სახლიდან გარდაცვლილები გამოიყვანეს, ისინი ძმები არიან. ამას გარდა, მათი უმცროსი ძმა, რომელიც 2 წლის არის, სერიოზული დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამაშველო სამსახური ჯერ კიდევ მუშაობს, 5 სახანძრო მანქანით.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი ბოშური წარმომავლობისაა, ხანძრის გაჩენის მიზეზს კი, გამოძიება დაადგენს.

onalem

ტესტ