fbpx
საბერძნეთი

მომავალი სამდღიანი უქმეები საბერძნეთში საზაფხულო ამინდით – ტემპერატურა 22 გრადუსამდე აიწევს

სამდღიანი უქმეები ახლოვდება, შესაბამისად, ბევრი ადამიანი მიდის კუნძულებისკენ, ვინაიდან საბერძნეთში 1-ლი მაისი უქმე დღეა. როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, მომდევნო უქმეებს საზაფხულო ამინდით გავატარებთ და ტემპერატურა მინიმუმ 22 გრადუსამდე გათბება ქვეყნის უმეტეს ნაწილში.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეგიონში უხვი ნალექი მოვიდა მიმდინარე დღეებში, ხვალიდან წვიმა საგრძნობლად შემცირდება ხვალიდან და შაბათ-კვირას ამინდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, მცირე მოღრუბლულობა მხოლოდ საღამოს საათებში, ჰაერი 21-22 გრადუსადმე გათბება, ხოლო იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 4-6 ბალის სიძლიერის.

რაც შეეხება თესალონიკს, ასევე მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, პერიოდულ წვიმას ვარაუდობენ მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნებში, ჰაერის ტემპერატურა 11-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ