fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინაცია უნდა გახდეს რუტინული, რადგან მას არ ვიკეთებთ ძალით, ვიკეთებთ, რადგან გვჭირდება” – რას ამბობს ადონის გეორგიადისი ჯარიმებზე, რომლებიც აუცრელობისთვის დაწესდა

დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ ისაუბრა პანდემიის პერიოდში დაწესებული ჯარიმების გაუქმებაზე, ძირითადად, მოხუცებისთის, რომლებიც აუცრელობის მიზეზით დაეკისრათ.

“ჩვენ ვაუქმებთ პანდემიის პერიოდში მოხუცებისთვის დაწესებულ ჯარიმებს, რომლებიც დაეკისრათ აუცრელობის გამო. ვაქცინაციის საკითხი არის ის, რამაც დაჰყო არა მხოლოდ ბერძნული საზოგადოება, არამედ მსოფლიო. ვაქცინა ძალით არ კეთდება, კეთდება იმიტომ, რომ გვჭირდება ის. ყოველდღე მტკიცდება, რომ ვაქცინაციას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, როგორც გრიპის, ასევე კოვიდით თვალსაზრისით. 

კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია უნდა გახდეს რუტინული, ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტი ადამიანი აიცრას, გასულ წელთან შედარებით. კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აფთიაქებშიც კი. თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი გართულება, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ ვირუსს, ვინაიდან ხელში გვაქვს მის წინააღმდეგ საბრძოლი იარაღი. უმნიშვნელოვანეს ამოცანად დგას, დავარწმუნოთ ხალხი, რომ ვაქცინა გაიკეთონ,” განაცხადა გეორგიადიმ.

როგორც ჩანს, საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო მხოლოდ რეკომენდაციებზე რჩება და ვირუსების გავრცელების მიუხედავად, არ გეგმავს რაიმე აკრძალვების დაბრუნებას ჩვენს ყოველდღიურობაში.

onalem

ტესტ