fbpx
საზოგადოება

შემზარავი შემთხვევა საბერძნეთში: 50 წლის მამაკაცმა ცოლის ძმა მოკლა, რადგან გაიგო, რომ მის შვილზე 9 წლის ასაკიდან ძალადობდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვოლოსში მოხდა, სადაც 50 წლის მამაკაცმა ცოლის ძმა იარაღით მოკლა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მის შვილზე 9 წლის მანძილზე სექსუალურად ძალადობდა და გოგონას აშანტაჟებდა.

33 წლის მამაკაცი, მსხვერპლი, ალბანეთიდან არის, გოგონაზე ის 9 წლის ასაკიდან ძალადობდა, ახლა კი 18 წელი შეუსრულდა. გოგონას დედა გარდაცვლილი ჰყავს და ვინაიდან მისი მამა ხელმეორედ დაქორწინდა, რეალურად დედინაცვლის ძმასთან, ე.წ. ბიძასთან, ნათესაური კავშირი არ ჰქონია. 18 წლის გოგონა ბოლო პერიოდი მუშაობდა და გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული თანხა ჰქონდა, 33 წლის მამაკაცი მას აიძულებდა, რომ ეს ფული მისთვის მიეცა, სხვა შემთხვევაში, გაავრცელებდა მის ინტიმური შინაარსის ფოტოებს.

გოგონამ ვეღარ მოითმინა და მამას მოუყვა, რომ 33 წლის ბიძა მასზე 9 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა, პარალელურად, ვიდეოებს უღებდა და ემუქრებოდა, რომ არაფერი ეთქვა. მამაკაცმა ბრაზისგან თავზე კონტროლი დაკარგა და ცოლის ძმა იარაღით მოკლა.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან:

onalem

ტესტ