fbpx
საზოგადოება

27 წლის ბერძენმა გოგომ, რომელიც სავარაუდო ინფიცირებულია, პოლიციელს საკუთარი ნიღაბი სახეში ესროლა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კვირას შუაღამით ალექსანდრუპოლის ტერიტორიაზე მოხდა. საბერძნეთის პოლიცია შემოწმებას ახორციელებდა კარანტინის პირობებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელთაც დაინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, 14 დღიან კარანტინში უნდა იყვნენ.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ასეთია 27 წლის ბერძენი გოგო, რომელიც სახლში კარანტინში უნდა ყოფილიყო, რადგან სავარაუდო ინფიცირებულია, თუმცა, წესები დაარღვია და პოლიციამ სწორედ მაშინ შენიშნა, როდესაც მეგობრის მანქანაში იჯდა. ოფიცრებმა ისინი გააჩერეს და მძღოლს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, განსხვავებით თავად კანონდამრღვევისგან, რომელიც გვერდითა სკამზე იჯდა.

27 წლის ბერძენს პოლიციამ მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა, რის შედეგადაც მან ყვირილი დაიწყო, საკუთარი ნიღაბი მოიძრო და ოფიცერს პირდაპირ სახეში ესროლა.

მან ამით საფრთხე შეუქმნა პოლიციელის ჯანმრთელობას და დაარღვია კანონი, რომელიც კორონავირუსის უპასუხისმგებლოდ გავრცელებას გულისხმობს.

დაკავებული ალექსანდრუპოლის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ