fbpx
საზოგადოება

ივნისი ქოლგებით – როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდები საბერძნეთში?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში წვიმა ამ კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდება. კერძოდ, დღეს ატიკის რეგიონში დილის საათებში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, შუადღიდან საღამომდე კი შედარებით მოიმატებს ღრუბლიანობა და მოსალოდნელია პერიოდული წვიმა. ტემპერატურა 11-დან 25 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანობა და მცირე ნალექი, წვიმის სახით, შუადღის საათებიდან. ჰაერი 13-დან 24 გრადუსამდე გათბება.

მაკედონიასა და თრაკიში ნავარაუდევია პერიოდული წვიმა და ჭექა-ქუხილი, ტემპერატურა 10-დან 25 გრადუსამდე გათბება.

იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეასა და დასავლეთ პელოპონისოში მოსალოდნელია 11-დან 23 გრადუსამდე.

თესალიაში, აღმოსავლეთ სტერეაში, ევიასა და აღმოსავლეთ პელოპონისოში ნავარაუდევია 10-დან 26 გრადუსამდე.

კიკლადესი, კრეტა – 15-დან 24 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ ეგეოსის და დოდეკანესის კუნძულები – 14-დან 24 გრადუსამდე.

მსგავსი ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა, ღამით ფენომენი დასუსტდება და ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

onalem

ტესტ