fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: მამაკაცი, რომელმაც კატას ფეხი დაარტყა, დააკავეს და 5.000 ევროიანი ჯარიმა დააკისრეს

საბერძნეთში ცხოველთა მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელი საკმაოდ მძიმეა და ამას ადასტურებს ბოლო შემთხვევაც, რომელიც თესალონიკში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, შუადღეს, გერმანუს ქუჩაზე გამვლელებმა შენიშნეს მამაკაცი, რომელმაც იქ მყოფ კატას ფეხი დაარტყა და მაშინვე პოლიციას შეატყობინეს.

მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ის მალევე დააკავეს და პროკურატურაში გადაიყვანეს. ამას გარდა, პოლიციამ მას 5.000 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

 

onalem

ტესტ