fbpx
საბერძნეთი

მომდევნო კვირაში, 1-ელ მარტს, ათენის მეტრო მხოლოდ 18:00 საათამდე იმუშავებს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში, კერძოდ, 1-ელ მარტს, ათენის მეტროს თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ.

უფრო კონკრეტულად, მეტრო მუშაობას შეწყვეტს 18:00 საათზე და მატარებლები აღარ იმოძრავებენ.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანია არ ასრულებს პირობებს, რომლებიც ხელშეკრულებების საფუძველზე დაიდო და ამის გამო გაიფიცებიან.

ამ დრომდე არ ვრცელდება რაიმე სახის ინფორმაცია საჯარო ტრანსპორტის სხვა სახეობების გაფიცვასთან დაკავშირებით, ამიტომ, მარდა მეტროსი, სხვა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

onalem

ტესტ