fbpx
საზოგადოება

ქსანთიში სკოლები დაიხურა, რათა მოსწავლეები და მასწავლებლები ტრიანდაფილოს კონცერტს დასწრებოდნენ

ადგილობრივი მერის გადაწყვეტილებით, ქსანთიში სკოლები დაიხურა, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ტრიანდაფილოს კონცერტზე დასწრება შესძლებოდათ.

როგორც ირკვევა, ყოველწლიურად მოსწავლეები შედარებით ადრე ასრულებენ საგაკვეთილო პროცესს, რათა დაესწრონ მთავარ კონცერტს, რომელიც საკარნავალო პერიოდში იმართება, პარასკევ დღეს. თუმცა, წელს, ისინი სკოლებში საერთოდ არ წავიდნენ, რათა 14:00 საათისთვის დაგეგმილ კონცერტს დასწრებოდნენ, ტრიანდაფილოს მონაწილეობით.

მერი აცხადებს, რომ აუცილებელია მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, რომლებიც მოიცავს როგორც თანამედროვე კონცერტებს, არამედ ტრადიციულ ღონისძიებებს, ფოლკლორულ ფესტივალებს და ა.შ.

როგორც ირკვევა, წელს კარნავალის მთავარი ფიგურა ქსანთის ახალგაზრდობისთვის ტრიანდაფილოა.

onalem

ტესტ