fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში – წყვილმა კარანტინი დაარღვია და 500 კაციან წვეულებაზე წავიდა

შემთხვევა, რომელიც მიკონოსზე დაფიქსირდა, შეიძლება იქცეს სიტუაციის ცუდი სცენარით განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. როგორც ირკვევა, წყვილმა, რომელიც ვენესუელადან არის (მამაკაცს აქვს ესპანური პასპორტი), კარანტინი დაარღვია და წავიდა წვეულებაზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 500 კაციანი იყო.

პოლიციამ ამ წვეულების შესახებ გაიგო დრონის საშუალებით, რომელიც ვილის ტერიტორიაზე დაფრინავდა და დააფიქსირა ხალხმრავლობა.

ეს არის უპასუხისმგებლობის გამოვლენის მაგალითი, რომელსაც გმობენ ექსპერტები და შიშობენ, რომ წვეულებები და მსგავსი თავყრილობები საბერძნეთში იწვევს მდგომარეობას, რომელიც ახლა გვაქვს.

როგორც ცნობილი გახდა, წყვილის საცხოვრებელში აღმოაჩინეს კოკაინის მცირე რაოდენობა და მათთან ერთად დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვილა იქირავა და წვეულება მოაწყო.

მედიის ცნობით, ხ.პ. ლონდონსა და მიკონოსს შორის ხშირად მოგზაურობს, ვილებს ქირაობს და მსგავს თავყრილობებს უწევს ორგანიზებას.

აღნიშნული შემთხვევის გამო კოსმოპოლიტურ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ხვალიდან მოქმედებს ახალი წესები. აიკრძალა ნებისმიერი სახის წვეულების და თავყრილობის მოწყობა, მათ შორის ქუჩის ბაზრები.

ნიღბის ტარება სავალდებულოა როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, რესტორნებსა და ტავერნებში დაშვებულია მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა ერთ მაგიდასთან, ოჯახის შემთხვევაში მხოლოდ 6 ადამიანის.

კაფე-ბარები, ტავერნები, კლუბები უნდა დაიხუროს ღამის 12 საათზე.

 

 

 

onalem

ტესტ