fbpx
საზოგადოება

ბერძენი ემიგრანტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ქუჩებში ცხოვრობენ

ამ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემები, გამოიყენეს ყველანაირი ფინანსური საშუალება, რაც გააჩნდათ და ჩავიდნენ თავიანთ ნათესავებთან ან ნაცნობებთან… თუმცა, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიაში ათასობით უსახლკარო ცხოვრობს. ქვეყანაში, რომელიც ბევრი სამხრეთევროპული ქვეყნის მოსახლეობისთვის თავშესაფრად უნდა ქცეულიყო… თქვენ უსახლკაროთა შორის ძალიან ხშირად შეხვდებით ემიგრირებულ ბერძნებს.

ჩვეულებრივ, ისინი არიან ან ექსპატრიატები ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან პრობლემებს გამოექცნენ და საბოლოოდ უცხო ქვეყანაში ქუჩაში ცხოვრებით დაასრულეს.

ავსტრალიის ოფიციალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის მანძილზე უსახლკაროთა რიცხვი 14%-ით გაიზარდა (116,427 ადამიანი). მათი 30% დაბადებულია საზღვარგარეთ. ქალაქ მელბურნში, როგორც ტელევიზია იუწყება, უსახლკაროთა შორის უმეტესობა ბერძნები არიან.

“იმ მომენტიდან, როცა ქუჩაში ხვდები, ხვდები წრეებში, სადაც ალკოჰოლი, ნარკოტიკი და პროსტიტუციაა,” იუწყება ავსტრალიური მედია.

 

onalem

ტესტ