fbpx
საზოგადოება

“დედაშენი მოვკალი!” – შემზარავი ამბავი ათენის ცენტრში კიდევ ერთი მსხვერპლით

ათენის ცენტრალურ უბანში, კუკაკში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. მსხვერპლი 46 წლის ქალბატონია, რომელიც საკუთარმა მეუღლემ გულის არეში დანით დაჭრა, შემდეგ მამაკაცმა შვილს დაურეკა და უთხრა: “დედაშენი მოვკალი!”

როგორც ირკვევა, 24 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად გასართობად იმყოფებოდა, როცა მამამისმა დაურეკა. შემზარავი სიტყვების მოსმენის შემდეგ ის დაუყოვნებლივ მივიდა სახლში, სადაც დედა გარდაცვლილი ნახა, ის ფარდებში იყო გახვეული. ამ დროს მამამისი უკვე გაქცეული იყო, ადგილი მანქანით სასწრაფოდ დატოვა. ბიჭმა დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში.

როგორც ირკვევა, შუაღამით ცოლ-ქმარს შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, მამაკაცმა კი, მეუღლე დანით დაჭრა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის მანქანით გაიქცა, თუმცა, საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავარიაში მოჰყვა.

ამ დროისთვის მეუღლის მკვლელი ΚΑΤ-ის საავადმყოფოშია მოთავსებული და მას ოფიცრები მეთვალყურეობენ.

onalem

ტესტ