fbpx
საზოგადოება

ელექტრონული ბილეთი – ახალი პრობლემები ათენში

ელექტრონული ბილეთების დანერგვიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგაც კი ბევრ აპარატს ჯერ კიდევ აქვს სხვადასხვა სახის პრობლემები, რაც ხელს უშლის მოქალაქეებს დაბრკოლების გარეშე იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

სამშაბათს, 18 სექტემბერს, მეტროსადგურ აგია პარასკევიში, ელეტრონული ბილეთის აპარატები დაიტესტა. შედეგად, მათ მუშაობაში უხეში დარღვევები აღმოჩნდა.

მაგალითად, ერთი ბილეთი აეროპორტისკენ 10 ევრო ღირს, აპარატმა ჩვეულებრივ დააბრუნა ხურდა, თუმცა ბილეთის მოცემა “დაავიწყდა”.

ერთ-ერთ ცდაზე კი, იგივე მიმართულების ბილეთის შეძენისას, აპარატმა “ჩაყლაპა” 10 ევროანი, ჩეკი გამოუშვა, თუმცა ამჯერადაც დაავიწყდა ბილეთის მოცემა.

ატიკოს მეტროს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მთელი წლის განმავლობაში ანახლებდნენ ძველ აპარატებებს და ირწმუნება, რომ მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

თუმცა, SKY-ის ინფორმაციით, აპარატები დღემდე “ასულელებენ” მომხმარებლებს.

 

onalem

ტესტ