fbpx
საზოგადოება

მაგნისია: ცხვრებმა 100 კგ სამკურნალო მარიხუანა შეჭამეს – ეს ბოლო მარაგი იყო, რაც მწარმოებელს წყალდიდობის შემდეგ დარჩა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაგნისიაში მოხდა, სადაც ერთ-ერთი მწყემსის ცხვრები საკმაოდ უცნაურად იქცეოდნენ, თავად კი, ვერ აეხსნა, თუ რა იყო ამის მიზეზი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ცხვრის ფარა შევიდა ერთ-ერთ სათბურში, სადაც იზრდება სამკურნალო მარიხუანა და დაახლოებით 100 კილოგრამი შეჭამა.

აღნიშნული სათბური ვოლოსთან ახლოს მდებარეობს, რომელიც წყალდიდობისას ძალიან დაზარალდა და პლანტაციები და სათიბები თითქმის განადგურდა. სწორედ იმის გამო, რომ გარშემო აღარ არსებობდა შესაბამისი დამცველი ღობეები, ცხვრებს შიგნით შესვლა არ გასჭირვებიათ.

სამკურნალო მარიხუანას მწარმოებელი თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ნახა, რომ ცხვრებმა შეუჭამეს ისიც, რაც წყალდიდობისგან გადარჩა. ეს იყო ბოლო მარაგი, რაც ბუნებრივი კატასტოფის შემდეგ ჰქონდა შემორჩენილი.

“არ ვიცი, სასაცილოა თუ სატირალი, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს ჯერ გვალვა, შემდეგ წყალდიდობა, შემდეგ კი, ვკარგავთ იმასაც, რაც ამ ყველაფრის შედეგად გვრჩება. გულწრფელად არ ვიცი რა ვთქვა, იმდენად რთულ მდგომარეობაში ვარ,” ამბობს მწარმოებელი, რომელიც ლეგალურად ფლობს სამკურნალო მარიხუანას პლანტაციებს.

onalem

ტესტ