fbpx
საზოგადოება

სამუშაოები ათენის ცენტრში დღეიდან: რომელი გზები გადაიკეტება და როდის?!

ატიკის რეგიონალური გუბერნატორის, გიორგოს პატულის ბრძანებით, დღეიდან ათენის ცენტრალურ ქუჩებში ასფალტის მოპირკეთება-განახლება დაიწყო. მოსალოდნელია მოძრაობის შეფერხება რამდენიმე მთავარ გზაზე.

როგორც ცნობილი გახდა, პროექტის ღირებულება 4,940,000 ევროა და მოიცავს შემდეგი ტერიტორიების მოპირკეთებას:

ვასილისის ოლგას

არდიტუ

იმიტუ

პატისიონი

არისტიდუ

ასკლიპიუ

ევრიპიდუ

ზოოდოხუ პიგის

სოლონოს

სოფოკლეუს

სოკრატუს

ამერიკის

ნიკის

ვულის.

ატიკის გუბერნატორი მოსახლეობას გამგებიანობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, სამუშაოები ვასილისის ოლგას გამზირიდან დაიწყება, რომელიც მოიცავს სინდაღმის ტერიტორიასაც (ვასილისის ამალიას) და მოძრაობის შეფერხება მოსალოდნელია მხოლოდ ღამის საათებში, 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

onalem

ტესტ