fbpx
საზოგადოება

მარია კონტი, კაპიტანი, რომელსაც მიგრანტები ეგეოსის ზღვის ტალღებიდან გამოჰყავს

მარია კონტი, კერკირადან, ლესვოსის ჩრდილოეთით, სანაპირო დაცვის ნავის კაპიტნად მსახურობს და ეგეოსის ზღვაში დახრჩობას უკვე უამრავი ადამიანი გადაარჩინა… მისი საქმე სწორედ ეს არის – სიცოცხლეების გადარჩენა.

კონტი ყველაზე კრიტიკულ ტერიტორიებზე ნავით დაცურავს და ყოველ 24 საათში ეგეოსის ზღვის ტალღებიდან გამოჰყავს ხალხი, რომელიც სიკვდილს უყურებს თვალებში. საუბარია მიგრანტებზე, რომლებიც კუნძულ ლესვოსს აწყდებიან და ხშირ შემთხვევაში ხმელეთამდე ვერ აღწევენ.

მარია ამბობს, რომ მისი მთავარი საფიქრალი ძირითადად დროა, ფიქრობ, რომ მოასწრო და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამოიყვანო ცოცხალი. შემდეგ, ცოცხლები აღარ გახსოვს, აი დახოცილები კი… თუკი ვერ მიუსწარი და უკვე დახოცილები ნახე, სამუდამოდ გამახსოვრდება, ისინი, თითქოს, ნიშანს გადებენ.

მარია კონტი არის ერთადერთი ქალი 11 მამაკაცს შორის და თავისი საქმის შესახებ ამბობს, რომ ეს მისი ახდენილი ოცნებაა.

“ეს ის არის, რაც მე მინდა, რომ ვაკეთო. დიახ, მე მინდა გადავარჩინო სიცოცხლეები. და ამას მიგრანტთა კრიზისის პერიოდში მივხვდი. არაფერია ამაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ხალხის სიცოცხლე,” თქვა ახალგაზრდა კაპიტანმა.

onalem

ტესტ