fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“100 მილიონი?! რაც უნდა მაღალი ხელფასი გქონდეს, ამხელა ქონებას ვერ მოაგროვებ” – გიორგოს პაპადაკი ტრაგას ქონებაზე

გიორგოს ტრაგას ქონებასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ ფაზაშია. როგორც უკვე ცნობილია, გაყინულია მისი საბანკო ანგარიშები, აქციები და უძრავ-მოძრავი ქონება, რომელთა ღირებულებაც საერთო ჯამში 100 მილიონს აჭარბებს. საქმეში გარკვეულ როლს თამაშობს მისი მეუღლეც, მარია კარა.

დღეს დილით აღნიშნულ საკითხს შეეხნენ გიორგოს პაპადაკის გადაცემაშიც, “Καλημέρα Ελλάδα”, სადაც ჟურნალისტმა თქვა, რომ 150 სიცოცხლეც რომ ჰქონდეს ადამიანს, ამხელა ქონების მოგროვებას მაინც ვერ მოახერხებს.

“100 მილიონ ევროზე მეტი, 17 უძრავი ქონება მსოფლიოს კომერციულ და პრესტიჟულ ადგილებში – ისმის დიდი კითხვის ნიშანი: როგორ მოიპოვა მთელი ეს თანხა?! გიორგოს ტრაგას ძალიან კარგად ვიცნობდი, როგორც კოლეგას, თუმცა, არ ვიცნობდი მის საქმიანობას. შეუძლებელია ჟურნალისტმა ამდენი ქონება მოაგროვოს, რაც უნდა მაღალი იყოს მისი ხელფასი. სწორედ ამიტომაა, რომ ფულის გათეთრების ორგანომ დააყადაღა ყველაფერი, როგორც საბერძნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გამოძიება 3 თვის წინ, ანონიმური საჩივრის შესვლის შედეგად დაიწყო და სკანდალში გადაიზარდა. ეს არის ამბავი, რომელმაც ყველა გაგვაოცა, გასაოცარია თანხისა და ქონების რაოდენობა, რომლის შესახებაც შევიტყვეთ. 150 სიცოცხლეს არ კმარა, რომ ამხელა ქონება მოაგროვო,” განაცხადა პაპადაკიმ.

onalem

ტესტ