fbpx
საბერძნეთი

პოლიციამ დააკავა 5 უსაბუთო ემიგრანტი და დაჯგუფება, რომელსაც მათზე ყალბი ბერძნული პასპორტები უნდა გაეცა

საბერძნეთის პოლიციამ გაშიფრა კრიმინალური დაჯგუფება, რომლის წინააღმდეგაც სპეციალური ოპერაცია გუშინ, 5 ოქტომბერს, ჩატარდა.

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულია დაჯგუფების 7 წევრი, რომელთა შორის ერთი საბერძნეთის პოლიციაში მსახურობდა. კრიმინალური დაჯგუფების მთავარი საქმიანობა იყო საბუთების გაყალბება, ყალბი ბერძნული პასპორტებისა და პირადობის მოწმობების გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მათზე, ვინც საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.

გარდა დაჯგუფების წევრებისა, დააკავეს კიდევ 5 არალეგალი ემიგრანტი, რომელთა ბერძნული პასპორტები დამუშავებისა და დამზადების პროცესში იყო, თუმცა, პოლიციის სპეცოპერაციის გამო, ეს პროცესი ჩაეშალათ.

გამოძიების მიხედვიტ ირკვევა, რომ დანაშაულებრივ ქმედებებში ჯამში 24 ადამიანი მონაწილეობს, რომელთაგან 1 მოქმედი პოლიციელია.

ამოღებულია დიდი რაოდენობით ყალბი დოკუმენტაცია და 200.000 ევრომდე ნაღდი ფული.

 

onalem

ტესტ