fbpx
საბერძნეთი

“ახლოვდება დრო, როცა ათენის ყველა უბანს თავისი საკუთარი პოლიცია ეყოლება” – კოსტას ბაკოიანის

კოსტას ბაკოიანი ათენის მერად ხელახლა არჩევის შემთხვევაში სამომავლო პრიორიტეტებად საკმაოდ მარტივ საკითხებს აყენებს. ეს საკითხები გულისხმობენ სუფთა ტროტუარებს, თანამედროვე და უსაფრთხო გზებს, ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურას, ურბანულ აჭურვულობას და ა.შ.

უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, კოსტას ბაკოიანი აცხადებს, რომ მომდევნო ხუთი წლის გეგმა აღიწერება შემდეგი სიტყვებით: “სამეზობლო-ყოველდღიური ცხოვრება-ინფრასტრუქტურა.” ეს არის პროგრამა, რომელიც უფრო და უფრო მეტად შეეხება თითოეულ უბანს და იქ მაცხოვრებლებს – ასე ვთქვათ, მეზობლებს.

ათენის მერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების გაძლიერებაზე და ხაზს უსვამს, რომ ახლოვდება დრო, როდესაც ათენის ყველა უბანს თავისი საკუთარი პოლიცია ეყოლება. საუბარი არ არის უბრალოდ განყოფილებებზე, არამედ აღნიშნავს, რომ ოფიცრები იმუშავებენ კონკრეტულ უბნებზე და მუდმივ პატრულირებას აწარმოებენ, დანაშაულის პრევენციისთვის.

ბაკოიანის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე უკვე დაწყებულია მუშაობა, სამოქალაქო დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში.

onalem

ტესტ