fbpx
საბერძნეთი

105 კგ კოკაინი და 11 მილიონი ევრო – თესალონიკში კრიმინალური დაჯგუფების მეთაური ცნობილი ექიმი აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში, კერძოდ, თესალონიკში, პოლიციამ დიდი კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრა და მინიმუმ 14 ადამიანი დააკავა. ამოღებულია 105 კგ კოკაინი, ნაღდი ფული, 280.000 ევროს ოდენობით, ხოლო როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების მეთაური ექიმია, რომელიც საკმაოდ ბევრჯერ არის ნასამართლევი და კრიმინალური წარსული აქვს.

არსებული ცნობებით, ნარკოტიკების უპრეცენდენტო რაოდენობა აღმოაჩინეს სპეციალურ ტრაილერში, ისინი პაკეტებად იყო დაყოფილი და ასაღებდნენ, როგორც ბანანებს. სპეცოპერაცია ჩატარდა თესალონიკის ოთხ სხვასხვა უბანში, დაკავებულთა შორის უმეტესობა ბერძენია, ხოლო რამდენიმე უცხოელი. კოკაინის ობიექტური ღირებულება, რომელთა გაყიდვასაც ისინი აპირებდნენ, 11 მილიონი ევროა.

აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფება მინიმუმ ბოლო 3 წლის მანძილზე მოქმედებდა, კოკაინის გადასატანად კი, ბანანის კონტეინერებს იყენებდნენ, რომელთაც ჰქონდათ სპეციალური სათავსოები ნარკოტიკის დასამალად. ეს კონკრეტული ტრაილერი თესალონიკის პორტში აპრილის დასაწყისში ჩამოვიდა.

რაც შეეხება ექიმს, რომელიც ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, პოლიციისთვის მისი სახელი და გვარი კარგად ცნობილია, ის ნასამართლევია სხვადასხვა მსგავსი დანაშაულებისთვის, მათ შორის არის საბუთების გაყალბება და კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობა.

onalem

ტესტ