fbpx
საბერძნეთი

“ჩემი შვილის ნაცვლად მე უნდა ვიყო მკვდარი” – 37 წლის მამაკაცის პირველი სიტყვები, რომელსაც შვილი მანქანაში დარჩა

როგორც უკვე ცნობილია, არტაში 37 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია საკუთარ 5 თვის შვილზე, რომელიც მას მანქანაში დარჩა, რამდენიმე საათის შემდეგ კი, გარდაცვლილი იპოვა.

როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, პოლიციას ის სწრაფი მოძრაობებით გადაჰყავს მანქანაში მას შემდეგ, რაც პროკურორის წინაშე წარსდგა და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ის თავს არიდებდა ჟურნალისტების კითხვებისთვის პასუხის გაცემას, თუმცა, პირველი სიტყვები, რაც ტრაგედიის შემდეგ თქვა არის: “ჩემი შვილის ნაცვლად მე უნდა ვიყო მკვდარი! არავის ვუსურვებ ასეთი რამის გამოცდას!”

მისი ადვოკატი მედიასთან საუბრობს: “საქმე გვაქვს ბედის სასტიკ ირონიასთან, დავკარგეთ ერთი პატარა და მასთან ერთად დაიკარგა ორი ადამიანი, მისი მამა და მისი დედა, მათი გულები განადგურებულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.”

ამას გარდა, ვრცელდება კადრები, რომლებზეც ჩანს მამაკაცის მანქანა და ადგილი, თუ სად ჰყავდა გაჩერებული იმ დროს, როცა ბავშვი შიგნით, უკანა სავარძელში დარჩა და სამსახურში წავიდა.

onalem

ტესტ