fbpx
საბერძნეთი

თავისუფლება აუცრელებისთვის და ვაქცინაციის სერთიფიკატის გაუქმება? – რას პასუხობს საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამ კითხვებზე?

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მინა გაგამ ტელეკომპანია ΑΝΤ-ზე კიდევ ერთხელ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, რომლებიც ძირითადად აუცრელთათვის აკრძალვებისა მოხსნასა და ვაქცინაციის სერთიფიკატების გაუქმების საკითხს ეხებოდა.

გაგა შეეხო 60 წელს ზემოთ აუცრელი პირებისთვის ჯარიმების გაუქმების თემასაც და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯარიმების გამოწერა 15 აპრილისთვის შეწყდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამას პანდემიის კურსი მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ აღნიშნულმა ზომამ თავის მიზანს ერთგვარად უკვე მიაღწია.

“ამ წუთისთვის საბერძნეთის მთავრობა და ექსპერტთა საბჭო არ განიხილავს აუცრელებისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხს. ნაკლებად მოსალოდნელია ისიც, რომ გაუქმდეს ვაქცინაციის სერთიფიკატები. მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია,” აცხადებს გაგა.

მინისტრის მოადგილის ნათქვამიდან ვასკვნით, რომ საბერძნეთში საზოგადოების ნაწილისთვის, რომელიც ამ დრომდე არ არის ვაქცინირებული, შეზღუდვები კიდევ საკმაო ხნით შენარჩუნდება.

onalem

ტესტ